17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი


დილიდან მოვლენათა ეპიცენტრში იქნებით. გადაუჭრელი პრობლემები და დაუსრულებელი საქმეები სწრაფ მოქმედებას მოითხოვენ. მოსალოდნელია საქმიანი ნაცნობობა ან მოვლენათა იმგვარი განვითარება, რომელიც შემოსავალს მოგიტანთ.



კურო


წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია ნერვიული სტრესი და გაღიზიანება. ერიდეთ ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტს, ურთიერთობების გარკვევას და ფეთქებად სიტუაციებს, რადგან ეს კარგს არაფერს მოგიტანთ, მხოლოდ ქანცს გაგაცლით.



ტყუპები


ამ დღეს იზრდება თქვენი პოიროვნული მომხიბვლელობა, სექსუალური ენერგია და სასიცოცხლო პოტენციალი. შესაძლოა, წინა დღეების ბევრი პოზიტიური გეგმა განახორციელოთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და გონივრულ კრიტიკას ყურადღებით მოეკიდეთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი ამბავი გელით.



კირჩხიბი


მოგზაურობის დღეა. ოჯახის წევრებს სურთ, რომ მათთან მეტი დრო გაატაროთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ ოჯახურ დასვენებას დაგეგმავთ. დღის ბოლოს დაღლილობას და გაღიზიანებას იგრძნობთ, თუმცა ნეგატიური ემოციების გამოხატვისგან თავი უნდა შეიკავოთ. აქტიური სამუშაო კვირა და უამრავი პრობლემა გელით.



ლომი


აქტიური, შემოქმედებითი დღეა. პიროვნული თვისებები დაგეხმარებათ მოკავშირეების პოვნაში და საკუთარი იდეების გარშემო თანამოაზრეების შემოკრებაში. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ნაცნობობა, რომელიც შემოსავალს მოგიტანთ.



ქალწული


ამ დღეს ბედი შემოქმედებითი პროფესიის ქალწულებს გაუღიმებს. მოსალოდნელია მოვლენათა იმგვარად განვითარება, რომ შემოსავალი გაგეზრდებათ. ნებისმიერი წამოწყება, მათ შორის სარისკოც, წარმატებით დასრულდება. გამორიცხული არ არის რომანტიკული თავგადასავალი ან სასიხარულო ამბავი.



სასწორი


მშვიდი და წარმატებული დღეა. თუ ყოველდღიურობის ჩარჩოდან გამოსვლას შეძლებთ, თავს გაცილებით კმაყოფილად და ბედნიერად იგრძნობთ. ისწავლეთ ცხოვრების ყოველი წუთით ტკბობა. ქალების მომხიბვლელობის ზრდასთან ერთად, იზრდება მათი პარტნიორების სიყვარული და ერთგულება.



მორიელი


შესაძლოა, ამ დღეს პირადი ცხოვრების პრობლემებს მოაგვარებთ. ეცადეთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილების შედეგების გამოსწორება რთული იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ.



მშვილდოსანი


თქვენი სიზარმაცე ან წინდაუხედაობა შეიძლება გაუგებრობების მიზეზი გახდეს. თავდაჯერებულობისა და ოპტიმიზმის წყალობით გაცდენილის ანაზღაურებას და სიტუაციის გამოსწორებას შეძლებთ. ხელსაყრელი დღეა შეძენის, ქონების დაგროვების და ფულის დაბანდებისთვის. მოემზადეთ მომავალ კვირას გეგმების განხორციელებისთვის.



თხის რქა


იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალური ენერგია და ინტუიცია, თუმცა დაუსრულებელი საქმეები ან პირადი ცხოვრების პრობლემები სრულფასოვანი დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. ეცადეთ, ეს დღე სახლის გარეთ გაატაროთ.



მერწყული


ხელსაყრელი დღეა სახლის მოწესრიგების, რემონტის და კეთილმოწყობისთვის. ახალი იდეები ან ადამიანები ახალ შესაძლებლობებს დაგანახებენ და შესაძლოა, მოღვაწეობის ახალი სფეროც აღმოაჩინოთ. ნუ აჩქარდებით პირადი ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს. გაითვალისწინეთ, რომ მოგვიანებით, რამეს შეცვლა ძალიან ძნელი იქნება.



თევზები


ხელიდან ნუ გაუშვებთ ხელსაყრელ გარიგებას. ნებისმიერი წამოწყება კარგ შემოსავალს მოგიტანთ. მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვლილება - ოპტიმიზმიდან მელანქოლიამდე.

კომენტარი