დიდთოვლობამ დუშეთის რაიონის 30 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა

დიდთოვლობის გამო, დუშეთის რაიონში 30 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი 1 მეტრ სიმაღლეს აღწევს, რამაც 280 სოფლიდან 30 დასახლებული პუნქტი გარესამყაროს მოწყვიტა.

სოფლებამდე გზების გასაწმენდად სპეცტექნიკა უკვე მუშაობს. მიუხედავად ამისა, რთული ვითარებაა მთიულეთში, სადაც ზვავსაშიშროებაა და იქ გაზაფხულამდე მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენებით მოხერხდება. დიდთოვლობის გამო, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა შატილის, უკანა ფშავის და ბარისახოს თემების სოფლებში. ასევე, სპეცტექნიკამ მუშაობა გააჩერა მთიულეთში-მლეთის მხარეს, ვინაიდან დიდთოვლობის გამო გზების გაწმენდას ამ ეტაპზე აზრი არ აქვს

ცუდი ამინდის გამო, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და მოსახლეობის უმრავლესობას ამ ეტაპზე ელექტროენერგია არ მიეწოდება.

კომენტარი