"ტირილი მინდება, ისე მეცოდება ის საბრალო პატარა ბიჭი…სიკვდილის შემდეგაც რომ ზურგს აქცევენ" - გურამ შეროზია გიორგი შაქარაშვილზე

ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას და გახმაურებულ საქმეს ეხმიანება.

„არ მინდა ნაჩქარევი დასკვნები გავაკეთო, არც ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება მინდა, მაგრამ, აი ხანდახან ტირილი მინდება, ისე მეცოდება ის საბრალო პატარა ბიჭი…

ოღონდ, გარდაცვალებაზე არანაკლებ – მის მარტოობაზე მწყდება გული, სიკვდილის შემდეგაც რომ ზურგს აქცევენ: მეგობრებიც, სახელმწიფოც თითქოს, ნათესავების ჩვენებებიც მაოგნებს, პატრულთან კომუნიკაციის ამბებიც და აი ყველაფერი!

ერთადერთი, რაც მანუგეშებს ოდნავ – არის ის, რომ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ყველა და არაადეკვატურად იმპულსური ვხდები, როცა შემდეგ ფრაზებს ვისმენ:

– კაცურად მოგვარება
– პატრულში დარეკვა კაცისთვის რა პონტია
– კაცმა მუშტით უნდა მოაგვაროს და ა.შ.

ირიბად, მთელი სოციუმია დამნაშავე, მთელი თავისი დამახინჯებული მენტალიტეტით, მაგრამ პირდაპირი მონაწილეების დაუსჯელობაც თან მაცოფებს და თან გულს მიკლავს“, – წერს გურამ შეროზია.

შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.


კომენტარი