პედაგოგებს 100 ლარიანი საახალწლო პრემიიდან 20 ლარი ჩამოაჭრეს

განათლების სამინისტროს მიერ დაპირებული 100 ლარიანი პრემია, პედაგოგებმა მართალია დაგვიანებით, მაგრამ მაინც აიღეს.

დაგვიანება, კიდევ არაფერი, სხვადასხვა მედიასაშუალებებით, არაერთხელ ნახსენებ და გაპიარებული 100 ლარიან საახალწლო საჩუქარს, კიდევ ერთი ნაკლი აღმოაჩნდა, მასწავლებლებს ის სრულად არ მიუღიათ. როგორც რამდენიმე პედაგოგმა droni.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მათ 100 ლარის ნაცვლად 80 ლარი მიიღეს.

კომენტარი