სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის მცდელობისთვის მამაკაცი დააკავეს

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სარფის საბაჟო -გამშვებ პუნქტში, ნარკოდანაშაულისთვის 1985 წელს დაბადებული ჯაბა ს. დააკავეს.

ბრალდებულმა თურქეთიდან კონტრაბანდული გზით 15 „ბაში" „ჰეროინის" შემოტანა სცადა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მის მიერ საქართველოში შემოტანილი კონტრაბანდული ნივთიერების მთლიანი წონა 2,59 გრამია.

ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე 262-ე მუხლით აღიძრა. დაკავებულს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. ის ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაშია გადაყვანილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100