თენგიზ გუნავა - დამკვეთები არიან ირაკლი ღარიბაშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი

"სასაცილოა, რომ დამკვეთი კი არ ისჯება, არამედ ის ხალხი, რომლებსაც დაავალეს. ამ ბიჭებს გადააბრალეს ყველაფერი და ამით ცდილობენ დამკვეთები, რომ გათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან. ამას ბუნებრივია არ შევეგუები და ვითხოვ იმათ დასჯას, ვინც დაუკვეთა ეს სიბინძურე. დამკვეთები არიან შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

განცხადება შეტანილი მაქვს პროკურატურაში და ბოლომდე ვიბრძოლებ", - განაცხადა გუნავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასრულა სამსახურებრივი შემოწმება თენგიზ გუნავას დაკავების თაობაზე.

შსს-ს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება და დაკავებული თანამდებობებიდან გაათავისუფლა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხუთი თანამშრომელი. ამავე საკითხზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია.

კომენტარი