მარგველაშვილი: არ ვიცი დადგება თუ არა პედაგოგის პასუხისმგებლობის საკითხი

გლდანის 59-ე საჯარო სკოლაში პირველკლასელის გარდაცვალების ფაქტს სამართალდამცავები გამოიძიებენ. - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა droni.ge-სთან საუბრისას განაცახადა.

-ბატონო გიორგი 59-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ?

-ყველაფერს გამოძიება დაადგენს, არ ვიცი დადგება თუ არა პედაგოგის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ წუთებში მეც აქ ვარ არამიანცში, მაგრამ კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ

-საჯარო სკოლებს არ ჰყავს მედპერსონალი, ეს ფაქრტი უბედური შემთხვევის ერთ-ერთი მიზეზი, ხომ არ არის?

-ბავშვი ჯანმრთელი იყო, პროფესიონალი მის გადარჩენას შეძლებდა, ამიტომ სკოლის ექიმისა და ექთნის თანამდებობის არ არსებობის საკითხი დასაფიქრებელია

59-ე სკოლაში ინციდენტი დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი .. გახანგრძლივებულ ჯგუფში იმყოფებოდა, როდესაც ცუდად გახდა. როგორც პედაგოგები აცხადებენ, მან საწერკალამის თავსახური გადაყლაპა, რის გამოც დაიხრჩო.

კომენტარი