სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთა შორის ერთი მიმალვაშია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი და სხვა ბრალდებულები 5 დეკემბერს გამართულ სხდომაზე პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულებებისთვის აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ არ დააკმაყოფილა. მისი განმარტებით, შესაძლოა, აღნიშნულმა პირებმა კვლავ სცადონ მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება ან მტკიცებულებების განადგურება, რაც გამოძიებას ხელს შეუშლის.


ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს სხვა საქმეზე 11-წლიანი პატიმრობის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საქმეზე ოქრუაშვილს აღმკვეთი ღონისძიება უნდა მოეხსნას.


რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ადვოკატების ნაწილმა მათი გირაოს, ნაწილმა კი გირაოს გარეშე გათავისუფლება მოითხოვა.


ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და მეთაურობა ედება, დანარჩენებს კი - უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100