საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2 197 000-მა ამომრჩეველმა მიიღო

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა 2 197 000-მა ამომრჩეველმა მიიღო“- აღნიშნული ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა მიაწოდა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს რამდენიმე უბნისა და საზღვარგარეთის უბნების მონაცემები დაემატება.

„არჩევნები უპრეცედენტოდ კონკურენტულ გარემოში ჩატარადა. შედეგი, რაც იქნება საბოლოოდ, ამომრჩეველთა ნებას ზუსტად ასახავს", - განაცხადა ხარატიშვილმა.

ცესკომ პირველი ოქმები უბნებიდან უკვე მიიღო, თუმცა ინტენსიურად საარჩევნო უბნებიდან ოქმებს 24:00 საათისთვის ელოდებიან.

ხარატიშვილის თქმით, ცესკო უბნებიდან ოქმებს ორი გზით ფაქსით, ან ოქმით მიიღებს.

საოლქო კომისიაში შესული ოქმები შიდა ქსელით ცესკოს გადაეცემა, რის შემდეგაც ოქმები აიტვირთება სერვერზე, ასლები კი ცესკოში, კედელზე გაიკვრება.

ხარატიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არჩევნებსაც შეეხო, მისი თქმით, არჩევნების პირველადი მონაცემები სავარაუდოდ, დილით გამოქვეყნდება.

კომენტარი