სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

დღეს ტელეკომპანია „მე-9 არხი“-ს საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა მცდარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ІІ საარტილერიო ბრიგადის კაპრალი გიორგი ზაზას ძე ბოკელავაძე „ქართული ოცნების“ აქციაზე ყოფნის დროს კოალიცია „ქართულ ოცნების“ რიგებს შეუერთდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კაპრალი გიორგი ზაზას ძე ბოკელავაძე არ ირიცხება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, არის სრული დეზინფორმაცია და ტყუილი. კაპრალი გიორგი ზაზას ძე ბოკელავაძე შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილია 2012 წლის 10 მაისიდან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებსა და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შეწყვიტონ ყოველგვარი სპეკულაციები ქართული არმიის მიმართ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100