18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს ნამდვილად წარმატებული დღე გელით. შესაძლოა საქმიან შეხვედრებზე დასწრება მოგიწიოთ და თუ იძულებული იქნებით საკუთარი აზრი გამოთქვათ, სიტყვის წარმოთქმამდე კარგად დაფიქრდით. არ აჩქარდეთ და ყოველ სიტუაციას ლოგიკური გაგრძელება მოუძებნეთ.

კურო: დღეს ბევრი თავგადასავალი გელით. როგორც კარიერაში ასევე პირად ცხოვრებაში. ეცადეთ პირად ცხოვრებაში დასახული გარკვეული მიზნები დღეს აქციოთ რეალობად. არ შეუშინდეთ შესაძლო შედეგებს, დღეს ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებული დარჩებით

ტყუპები: შესაძლოა გარკვეულ დაბრკოლებებს გადააწყდეთ როგორც სამსახურში, ასევე ოჯახში. პრობლემების მოგვარებისას ეცადეთ დაძაბულობის მოხსნას და მარტივი გზების მოძებნას.

კირჩხიბი: დღეს არ არის სასურველი საკუთარი აზრისა და იდეების განვითარებაზე ზრუნვა. ამისგან მაინც არაფერი გამოგივათ და პირიქით, უარყოფითი შედეგი დეპრესიულ ხასიათს გამოიწვევს. ეცადეთ მიჰყვეთ დინებას და ზედმეტი არაფერი მოთხოვოთ საკუთარ თავს.

ლომი: დღეს შესაძლოა კარიერული წინსვლისა და ხელფასის მატების სიამოვნება განიცადოთ. ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად კარგად შეასრულოთ დაკისრებული მოვალეობა!

ქალწული: არავითარ შემთხვევაში არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და გახსოვდეთ, რომ ყოველგვარი პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი. ამასთანავე, არავითარ შემთხვევაში არ აჩქარდეთ და მნიშვნლოვანი გადაწყვეტილებები ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღეთ.

სასწორი: სასურველია საკუთარ ჯანმრთელობაზე რაც შეიძლება ბევრი იფიქროთ. უარი თქვით ნახევარფაბრიკატებსა და გენმოდიფიცირებულ საკვებზე. დღის განრიგი ჯანსაღი საკვებისგან დააკომპლექტეთ.

მორიელი: დღეს დაღლილობა შემოგიტევთ. ზედმეტად ნუ გადაიტვირთავთ თავს. ეცადეთ სამუშაო დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ დაისვენოთ. საღამო კი აუცილებლად მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი: დღე ღიმილით დაიწყეთ, ეცადეთ უარყოფით ამბებს მთელი დღის გაფუჭების საშუალება არ მისცეთ. პრობლემებს მარტივად შეხედეთ და მათ მოსაგვარებლად მარტივი გზები ეძებეთ.

თხის რქა: კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს საკუთარ თავს დაუთმობთ. ეცადეთ მაქსიმალურად კარგად დაისვენოთ და მოიკრიბოთ ძალები, რადგან მომავალი კვირა, შესაძლოა, დაბრკოლებებითა და სირთულეებით იყოს აღსავსე.

მერწყული: დღეს თქვენი გეგმების გარკვეული პუნქტების შესრულებას ვერ შეძლებთ. ასეთ შემთხვევაში კი, აუცილებლად გაგიფუჭდებათ ხასიათი. ყოველივეს გამოსასწორებლად კარგი იქნება, თუ დღის მეორე ნაწილს მოდუნებასა და დასვენებას დაუთმობთ.

თევზები: დღეს არ დაგეგმოთ მასშტაბური ღონისძიებები. უკეთესი იქნება, თუ დღეს მომავალი დღეების გეგმას შეადგენთ და შეეცდებით, ამ გეგმის თითოეული პუნქტი ზედმიწევნით შეასრულოთ.

კომენტარი