17 წლის დედამ ახალშობილი მე-10 სართულიდან გადმოაგდო

მოსკოვში, 17 წლის ალენა ლოსკუტოვამ საკუთარი შვილი მე-10 სართულიდან გადმოაგდო.

როგორც ცნბილია, გოგონამ დღეს დილის საათებში საკუთარ ოთახში, ყოველგვარი დახმარების გარეშე იმშობიარა. მშობიარობის შემდეგ მან შვილს სიცოცხლის ნიშნები ვერ შეამჩნია. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ოთახში ალენას დედა შევიდა, ამ ყოველივემ გოგონა შეაშინა და ბავშვი ფანჯრიდან გადააგდო.

მშობიარობის შემდეგ, ლოსკუტოვას სისხლდენა დაეწყო და იგი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გოგონა ამ დროისათვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

როგორც ალენას მეგობრები იუწყებიან, მას შვილის აღზრდა არ სურდა და ეს ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ გადადგა, რომ შეყვარებული მას ფეხმძიმობის გამო დაშორდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა დედამ საკუთარი შვილის სასტიკი მეთოდებით თავიდან მოცილება.

გამოჯანმრთელების შემდეგ ალენა ლოსკუტოვას სასამართლო პროცესი ელის.

კომენტარი