30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – ვარსკვლავები დღეს სიფრტხილეს გირჩევენ; გარშემომყოფებისადმი ზედმეტ ნდობას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. დიდი ალბათობაა, რომ მეგობრების რჩევებმა შეცდომაში შეგიყვანოთ.

კურო – განწყობას მატერიალური ზარალი და იმედგაცრუება გაგიფუჭებთ. ფულის დახარჯვისაგან თავი შეიკავეთ. სადაც არ უნდა იყოთ, გაუფრთხილდით საფულეს.

ტყუპები – რთული ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში მხოლოდ თქვენი საკუთარი აზრი და გადაწყვეტილება დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში ინტიმური დეტალების განხილვას თავი აარიდეთ.

კირჩხიბი – დღეს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა მოუსმინოთ. გადაწყვეტილების მიღებისას თანამშრომლების მოსაზრებებს ნუ დაეყრდნობით. ნუ ენდობით ჭორებს.

ლომი – თუ არ გსურთ უკვე არსებულ პრობლემას ახალი დაამატოთ, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. თავი აარიდეთ საქმიან მოლაპარაკებებს და ნუ მოაწერთ ხელს დოკუმენტებს.

ქალწული – ნებისმიერი საქმიანობის დროს მერყეობას გამოიჩენთ. შესაძლოა, ყველაზე ახლობელმა ადამიანებმა გაურკვევლ და გამოუვალ სიტუაციაში ჩაგაყენოთ.

სასწორი – ნუ ეცდებით გარშემომყოფების ტყუილში გამოჭერას. დღეს ვარსკვლავები სიტყვით გამოსვლას არ გირჩევენ. უკვე შედგენილ გეგმებში კორექტირებას ნუ შეიტანთ.

მორიელი – დამხმარეების შერჩევისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, უპირატესობა მიანიჭეთ პატიოსან და შრომისმოყვარე ნაცნობებს.

მშვილდოსანი – ვარსკვლავები დღეს დოკუმენტებთან სიფრთხილეს გირჩევენ. მოვლენების პროგრესულ განვითარებას მცდარი ინფორმაცია შეუშლის ხელს. თუმცა, თქვენი შეცდომაში შეყვანა დღეს ადვილი არ იქნება.

თხის რქა – შესაძლოა, ძალიან ახლობელმა და ერთგულმა ადამიანებმა მოულოდნელად უპასუხისმგებლობა გამოიჩინონ. ახალი საქმიანობის წამოწყების მთავარი მიზეზი ფინანსური ინტერესი იქნება.

მერწყული – ცუდი დღეა მომავალი გეგმების შესადგენად. არასრულმა და არასწორმა ინფორმაციამ, შესაძლოა, შეცდომაში შეგიყვანოთ.

თევზები – დღეს მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია შეიძლება იყოს მცდარი, ან არასწორი. სიფრთხილე გამოიჩინეთ იმ ადამიანებთან, ვინც თქვენში ეჭვს იწვევენ. ოჯახში ფარული კონფლიქტია მოსალოდნელი.

კომენტარი