ვახტანგ კიკაბიძე ჯანმრთელადაა და სათევზაოდ წასვლასაც აპირებს

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებული ინფორმაცია ცნობილი ქართველის მომღერლისა და მსახიობის, ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ, საბედნიეროდ, არ დასტურდება. ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერის განცხადებით, მომღერალი თავს კარგად გრძნობს, ჯანმრთელობას არ უჩივის და პარასკევს სათევზაოდ წასვლაც აქვს დაგეგმილი. მისივე განცხადებით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა მომღერლის გარდაცვალების შესახებ ჭორი გავრცელდა: ანალოგიური შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინაც მოხდა.

ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია „ფეისბუქზე“, სავარაუდოდ, „თბილისის ფორუმიდან“ გავრცელდა, სადაც რამდენიმე წუთში თემა დაიხურა კიდეც - დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, თუმცა, ჭორი სწრაფად გავრცელდა „ფეისბუქში“. ზოგი იმდენად შორს წავიდა, რომ მომღერლის „გარდაცვალების“ დროს 22:50 საათი მიუთითა. ეს ცრუ ინფორმაცია „ფეისბუქის“ ათასობით მომხმარებელმა გაიზიარა.

კომენტარი