10 ივლისის ასტოლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს მეტად მშვიდი დღე გელით. სულიერ სიმშვიდეს იგრძნობთ და ქვენი ხასიათის ნეგატიური მაჩვენებლისკენ ცვლილებას ვერავინ ვერ შეძლებს. ეცადეთ თქვენი ენერგია დაკისრებული მოვალებების შესრულებას მოანდომოთ.

კურო: დღეს გარშემომყოფები აუცილებლად შემოგთავაზებენ გარკვეულ დახმარებას, მაგრამ თუ არ გჭირდებათ, შეგიძლიათ უარი თქვათ აღნიშნულ დახმარებაზე. დღეს შეძლებთ ნებისმიერი რთული საკითხის დამოუკიდებლად გადაჭრას.

ტყუპები: დღეს მრავალი არჩევანის წინაშე დადგებით და საკმაოდ დაიბნევით კიდეც. ეს ხასიათს გაგიფუჭებთ, თუმცა ეცადეთ არსებულ სიტუაციას არ დაექვემდებაროთ. რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება თუ რა გზას აირჩევთ და ეცადეთ, დიდხანს შეინარჩუნოთ იგი. ეცადეთ გარშემო მყოფების თვალში მერყევი ადამიანის შეხედულება არ დატოვოთ.

კირჩხიბი: დღეს წარმატება გელით საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში. თქვენთვის ნაყოფიერი იქნება დღის პირველი ნახევარი და ეცადეთ რთული საკითხები სადილამდე გადაწყვიტოთ. იყავით მაქსიმალურად თავშეკავებულნი და თქვენთვის საყვარელ ადამიანს აუცილებლად დაუთმეთ რაც შეიძლება მეტი დრო.

ლომი: გახსოვდეთ, რომ დღეს თქვენი ნეგატიური განწყობა და ცუდი ხასიათი კონფლიქტის საბაბი გახდეს. კონფლიქტი შესაძლოა როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე თანამშრომლებთანაც მოგივიდეთ. ამიტომ, ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად თავშეკავებულნი.

ქალწული: დღეს მიხვდებით, რომ გსურთ განსხვავებული საქმის კეთება. თქვენ თვლით, რომ შეგიძლიათ ისეთი რთული საქმეების მოგვარება, რომელთა არსებობაც სხვებს საგონებელში აგდებს. ამასთანავე, თქვენ ნებისმიერი საქმისგან სასურველი შედეგისა და მოგების მიღების ნიჭი გაქვთ. დღეს ენერგიისა და შრომისუნარიანობის მოზღვავებას იგრძნობთ, ეს კი მეტად დადებითად აისახება თქვენს ცხოვრებაზე.

სასწორი: დღეს შესაძლოა თავი ისე იგრძნოთ, რომ თითქოს ნებისმიერი ნეგატიური სიტუაცია თქვენს ჩათრევას ცდილობს. ამ გარემოებას არ მისცეთ უფლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენზე. მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ, მეორე ნახევარი კი მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმეთ. კარგი იქნება თუ საღამოს, რამდენიმე საათს მეგობრებთან ერთად გაატარებთ.

მორიელი: კარგი იქნება თუ მუშაობის ტემპს შეანელებთ და საკუთარ თავს კონცენტრირებას მხოლოდ ერთ, მნიშვნელოვან საქმეზე გაუკეთებთ. უახლოეს მომავალში ცვლილებები გელით, რომლებიც თქვნს ცხოვრებაზე დადებითად აისახება. სიჩქარე კი საშუალებას არ მოგცემთ მობილიზება ერთ საქმეზე მოახდინოთ და ამის გამო შესაძლოა მნიშვნელოვანი.

მშვილდოსანი: შეიძლება თუ არა ადმაიანს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდეს? დღეს თქვენ ამ თემაზე სერიოზულად დაფიქრება მოგიწევთ. აუცილებელია ირგვლივ მყოფ ადამიანებთან გარკვეული ურთიერთობების გამორკვევა და მათი დალაგება. შედეგმა შესაძლოა იმედი გაგიცრუოთ და ისეთმა ადამიანმა შეგაქციოთ ზურგი, რომელსაც ყველაზე ახლობლად თვლიდით. მაგრამ არ ინერვიულოთ, არსებობენ ადამიანები რომლებსაც ჯერჯერობით ვერ ამჩნევთ, მაგრამ სამომავლოდ ყველაზე დიდ მეგობრულ დამოკიდებულებასა და გრძნობას გამოამჟღავნებენ თქვენდამი.

თხის რქა: იცოდეთ, რომ წარსულში წამოწყებული საქმეები, რომლის შესასრულებლადაც მუხლჩაუხრელად მუშაობდით, დღეს გამოიღებს შედეგს. ეს ყველაფერი თქვენს დადებით ხასიათს განაპირობებს. ერთადერთი რასაც განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეპყროთ, ეს იურიდიული დოკმენტები გახლავთ. საღამო თქვენს მეორე ნახევარს ან პარტნიორს დაუთმეთ, გაუზიარეთ თქვენი წარმატება და ისიც დაგეხმარებათ რეალობის დადებითად აღქმაში.

მერწყული: თუ ბოლო დროის განმავლობაში განსაკუთრებით ეკონომიურები გახდით და ვერ ხვდებით რატომ მოხდა ასე, არ შეშინდეთ და არც გაიკვირვოთ. რაღაც გიბიძგებთ სიფრთხილისკენ და ამიტომ ნუ გარისკავთ ამ სიფრთხილეზე უარის თქმით.

თევზები: ადამიანი, რომელსაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილში შეხვდებით რაღაც მეტად პირადულს გეტყვით. ამან შესაძლოა თქვენი გაკვირვება გამოიწვიოს, მაგრამ შექმნილ სიტუაციას ცივი გონებით მიუდექით და პასუხის გაცემამდე კარგად დაფიქრდით.

კომენტარი