სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: უკანასკნელი დღეების მანძილზე რეალობას ღრუბლებში ფრენას ამჯობინებს. რა თქმა უნდა ეს ყოველივე თქვენს განწყობაზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ რეალობას როგორც კი დაუბრუნდებით იმედგაცრუება შეგაწუხებთ. ამიტომ, კარგი იქნება მსგავს სიტუაციას რაც შეიძლება სწრაფად თუ მოუღებთ ბოლოს.

კურო: კარგი იქნება დღეს არსებულ პრობლემებს განსაკუთრებულ ყურადღებას თუ არ დაუთმობთ და მხოლოდ დაკისრებული მოვალეობების მაქსიმალურად კარგად შესრულებაზე იქნებით ორიენტირებულნი. დღეს შესაძლოა ახალი საქმის წამოწყება მოგიწიოთ, რაც თქვენგან განსაკუთრებულ ძალისხმევასა და ყურადღებას მოითხოვს.

ტყუპები: დღეს ინტუიცია არ გიღალატებთ. შეძლებთ თქვენს ირგვლივ დატრიალებულ ამბებში თითოეული დეტალისა და ნიუანსის შემჩნევას. მიენდეთ ინტუიციას, ეცადეთ დღევანდელი ენერგიულობა რაციონალურად გადაანაწილოთ და იგი დაკისრებული მოვალეობების შესრულებისკენ მიმართოთ. ამ შემთხვევაში ყოველივე იდეალურად იქნება.

კირჩხიბი: დღეს მომხდარმა ამბებმა შესაძლოა თქვენი დაფიქრება გამოიწვიოს. ერთი მხრივ მსგავსი სიტუაცია თქვენს სამომავლო გეგმებზე დადებითად აისახება. თუმცა, მიუხედავად ამისა შესაძლოა გულიც კი დაგწყდეთ, რადგან სამომავლო გეგმებში შეტანილი ახალი პუნქტები თქვენი ოცნებების გარკვეული ნაწილის გაბათილებას გამოიწვევს.

ლომი: გახსოვდეთ, რომ სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს! დანაშაულის გამოსყიდვა ყოველთვის არის შესაძლებელი. მთავარია თქვენი რეალური სახე არ დაკარგოთ და საკუთარი პოზიციები თუ შეხედულებები ყოველთვის მტკიცედ დაიცვათ. რისკი ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად საუკეთესო საშუალებაა!

ქალწული: თქვენი ცხოვრების რიტმი უკანასკნელი დროის მანძილზე საგრძნობლად შემცირდა. სწორედ ამიტომ დღეს შესაძლოა თავისუფალი დროც გამოგიჩნდეთ. კარგი იქნება ამ დროს სრულ რელაქსაციასა და დასვენებას თუ დაუთმობთ. არც მეგობრებთან ერთად გართობაზე თქვათ უარი, რადგან მსგავსი სიტუაციები თქევნი განწყობის პოზიტიურობას განაპირობებენ.

სასწორი: დღეს მეტად სერიოზულის საქმის წამოწყება მოგიწევთ. ყველაფერთან ერთად თავს ჯგუფური სამუშაოები დაგატყდებათ, მსგავსი სიტუაციები კი არც თუ ისე ძალიან გიზიდავთ. მიუხედავად ამისა ლიდერის ფუნქციას თქვენ მოგანიჭებენ და რამდენიმე ადამიანის მაგივრად ფიქრიც კი მოგიწევთ. არ შეშინდეთ, დღეს თქვენ დიდი წარმატება გელით!

მორიელი: დღეს ოჯახის წევრებთან გარკვეული უთანხმოება მოგივათ. ეს კი დაფიქრების საშუალებას მოგცემთ და მიხვდებით რომ თქვენ ყოველთვის, მართალი არ ხართ. რა თქმა უნდა ეს მიგნება თქვენი ხასიათის ნეგატიურობას გამოიწვევს, მაგრამ ხვალ დილით, გაღვიძებისთანავე თქვენი ოჯახის წევრებისადმი მადლიერებასაც კი იგრძნობთ!

მშვილდოსანი: თქვენ ირგვლივ მყოფებზე გაცილებით ჭკვიანი ხართ! რა თქმა უნდა თქვენს კოლეგებს არ სურთ აღნიშნული ფაქტის აღიარება, მაგრამ დრო მაინც ყველას ყოველივეს დაანახებს. ეცადეთ თქვენი კოზირები არავის აჩვენოთ. მხოლოდ საკუთარ თავს ენდეთ და რამდენიმე დღეში ირგვლივმყოფების გაოცებას შეძლებთ.

თხის რქა: დღეს მრავალი ახალი ამბის გაგება მოგიწევთ. ამ ამბებში კი ბევრი იქნება თქვენთვის მისაღები და საინტერესო. ეცადეთ თითოეულ დეტალს ყურადღება არ მიაქციოთ და უმნიშვნელო პრობლემების გამო განწყობასა თუ ხასიათს ნუ გაიფუჭებთ. საღამოს საათები კი მეგობრებთან ერთად გაატარეთ და მათ თქევნი ემოციები გაუმხილეთ.

მერწყული: თუ გსურთ, რომ კოლეგების გარკვეულ ნაწილთან კონფლიქტურ სიტუაციებს გაექცეთ, ეცადეთ მოქმედების ახალი გეგმის შემუშავებას. ეცადეთ თქვენი შეხედულებების გარკვეულ ნაწილზე უარი თქვათ და გარშემომყოფების რჩევებიც გაითვალისწინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაძაბული სიტუაციებით აღსავსე დღე გელით.

თევზები: თქვენ ირგვლივ სიახლეების ქარცეცხლი ტრიალებს. არ ღირს ამ ყოველივეს შორიდან დაკვირვება. ეცადეთ მთავარი როლის შესრულებას. ეს როლი კი იდეალურად უნდა შეასრულოთ. იყავით საკუთარ თავში მაქსიმალურად დარწმუნებულნი და გახსოვდეთ, რომ თქვენს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100