22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – იდეალური დღეა ნებისმიერი სახის შეხვედრისათვის. არ არის გამორიცხული, რომ რომანტიულ გარემოში გარშემომყოფებთან ფლირტი წამოიწყოთ. ასევე კარგი დღეა დღესასწაულების, საღამოებისა და ახლობლების მოსანახულებლად.

კურო – წინ მულოდნელი ხარჯების გაღება გელოდებათ, თუმცა, ამაზე დიდად არ იდარდებთ. შეგიძლიათ თავისუფლად აირჩიოთ საჩუქრები, სუნამო, აქსესუარი, ან კოსმეტიკა.

ტყუპები – დღეს შეგიძლიათ პრობლემები დაივიწყოთ და სასიამოვნო საქმით დაკავდეთ. კარგი იქნება თუ სილამაზის სალონს ესტუმრებით და იმიჯს შეიცვლით. კარგი დღეა ბავშვებთან ურთიერთობისათვის. წარმატება გელოდებათ მუსიკისა და ესთეტიკის სფეროში.

კირჩხიბი – დღეს, შესაძლოა, სპონტანური შესყიდვები გააკეთოთ. ეგზოტიკური საკვები, მათ შორის ტკბილეული, განსაკუთრებულად მიგიზიდავთ. ნუ იტყვით იმაზე უარს, რაც განწყობას გიმაღლებთ. თუ მოდის სფეროში კარგად ვერ ერკვევით, სხვებს ჰკითხეთ რჩევები.

ლომი – დღეს გარშემომყოფების სიმპათიას დაიმსახურებთ. მატერიალურ პრობლემებს ადვილად გადაჭრით. კარგი დღეა მეგობრული შეხვედრებისათვის. არ არის გამორიცხული, რომ დღის ბოლოს თქვენმა მეორე ნახევარმა რომანტიული საღამო მოგიწყოთ.

ქალწული – დღეს ყველა სიტუაციას ოპტიმისტურად შეაფასებთ. რისკიანი ქმედებები კარგ შედეგებს მოგიტანთ. საუბრისას საკუთარ თავს ნუ შეზღუდავთ. გარშემომყოფებთან დიალოგი გაგიადვილდებათ. შესაძლოა, უფროსთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდეთ.

სასწორი – დღეს შეგიძლიათ სტანდარტულ გრაფიკს გადაუხვიოთ და ისე იმოქმედოთ. ცუდი დღეა საჯარო ღონისძიებებისათვის. ყოფილი მეგობრის, ან სპონსორის მიმართ პირადი სიმპათია გაიზრდება.

მორიელი – დღეს წარმატების მიღწევა არ გაგიჭირდებათ. შემოქმედებითი, ან სასიყვარულო ცხოვრება დამატებით სტრესსა და ხარჯებს მოგიტანთ. თუ თქვენი საქმიანობის სფერო მოდას, დიზაინს, რეკლამს, ან ხელოვნებას უკავშირდება, კარიერული ზრდის შესაძლებლობის გზები გამონახეთ.

მშვილდოსანი – წარმატებული და იღბლიანი დღე გელოდებათ. ძველ მეგობრებსა და ნაცნობებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად.

თხის რქა – დღეს მეტად კრეატიული იქნებით. მოულოდნელი და სარისკო ქმედებები წარმატებას გპირდებათ. შესაძლოა თანამშრომლობა მოგიწიოთ უცხოელებთან. ინტერესი უცხო ქვეყნის კულტურის მიმართ გაიზრდება.

მერწყული – იდეალური დღეა რომანის განვითარებისათვის. ფსიქოლოგიურ წონასწორობას თქვენივე კრეატიულობის წყალობით მიაღწევთ. დღეს უნიკალური და დაუვიწყარი შეხვედრა გელოდებათ. ასევე, კარგი დღეა თქვენი შესაძლებლობების გამოსავლენად.

თევზები – კოლეგებთან ურთიერთობას იუმორით შეხედეთ. ნებისმიერ სიტუაციაში, საკუთარი თავი ღირსეულად წარმოადგინეთ, ასე გაცილებით მეტ გულშემატკივარს შეიძენთ.

კომენტარი