სტუდენტებს ეროსი მანჯგალაძე ეროსი კიწმარიშვილში აერიათ

ერთ საღამოს ვიჯექი და ეროსი მანჯგალაძის ცხოვრებას ვეცნობოდი, სწორედ ამ დროს ინტერნეტში skype-ით ჩემი ერთ-ერთი ახლობელი შემეხმიანა. კითხვაზე, რას ვაკეთებ, ვუპასუხე, ეროსი მანჯგალაძეზე ვკითხულობ-მეთქი. ჩემდა გასაკვირად, ასეთი პასუხი მივიღე – "ეგ ვინღაა?" მე, ეროსი კიწმარიშვილი ვიცი მარტოო! სწორედ ამან მაფიქრებინა ქუჩაში გავსულიყავი და ახალგაზრდა თაობისთვის მეკითხა, იცოდნენ თუ არა ვინ იყო ეროსი მანჯგალაძე. საუბედუროდ, მხოლოდ უმცირესობამ გამცა სწორი პასუხი. ზოგს ასათიანიდან (ფსიქიატრიულიდან) გამოქცეული ვეგონე და გვერდს განცვიფრებული მივლიდა, ზოგიც მპასუხობდა: "ნეტა შენ მოგცლია, რა!"
დფსფსდფსდფსდ
ალბათ, შესავალი გამიგრძელდა, მაგრამ სწორედ ამ შემთხვევის გამო გადავწყვიტე მომეთხრო ცოტა რამ ეროსი მანჯგალაძის, ამ უნიჭიერესი მსახიობის შესახებ.
დფსფსდფსდფსდ
ეროსი აკაკის ძე მანჯგალაძე დაიბადა 1925 წლის 3 მარტს სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში, დაამთავრა ამავე რაიონის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლა. ცამეტი წლის იყო, როდესაც დედამისი ლოგინად ჩავარდა, ხიდან ჩამოვარდა და ხერხემალი დაიზიანა. მისი უფროსი ძმა რეზო ომში დაიღუპა, 1943 წელს კი მამა დააპატიმრეს. ოჯახზე მზრუნველობა ეროსის ხვდა წილად. 17 წლის ახალგაზრდა საკუთარი თავის ნაცვლად სხვებზე ფიქრობდა, რაც ჩვევაში გადაეზარდა და სხვისი დახმარება ცხოვრების წესად ექცა. ერთი სიტყვით, მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ამის მიუხედავად, ეროსი ძალიან მორიდებული და თავმდაბალი ადამიანი გახლდათ. არც შემდგომი პოპულარობით გათამამებულა, პირიქით, თანამოსაუბრეს ხშირად თვალს ვერ უსწორებდა. ზედმეტი ყურადღებისგან თავს უხერხულად გრძნობდა და იბნეოდა. სცენაზე კი ყველაფერი პირიქით იყო. წარმოდგენისას იგი მთლიანად იცვლებოდა და ყველა კომპლექსისგან თავისუფლდებოდა.
დფსფსდფსდფსდ
გასაკვირია, მაგრამ სკოლის დასრულების შემდეგ, ეროსიმ თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდები ვერ ჩააბარა, მიმღებმა კომისიამ მისი მონაცემები არადამაკმაყოფილებლად ჩათვალა. მისი მსახიობობის სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ იგი თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა. მოგვიანებით ეროსი სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტიც გახდა. 1947 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. იმავე წლიდან მუშაობდა ცხინვალის კ.ხეთაგუროვის სახელობის თეატრში, ხოლო 1948 წლიდან – თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.
დფსფსდფსდფსდ
მან სახელი გაითქვა არა მხოლოდ როგორც მსახიობმა, არამედ რადიოწამყვანმაც. მისი უშუალობა და იმპროვიზაციის ნიჭი, იუმორი განსაკუთრებულად გამოიკვეთა ფეხბურთის რადიორეპორტაჟებში. უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც სპორტული კომენტატორი, მას პრინციპულად მხოლოდ ფეხბურთის მატჩები მიჰყავდა. აღსანიშნავია 1964 წლის ისტორიული მატჩი, როდესაც ეროსი და კოტე მახარაძე ერთობლივად უწევდნენ კომენტატორობას, მაშინ თბილისის "დინამო" გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. ეროსი მანჯგალაძე გამოირჩეოდა ლამაზი და ძლიერი ხმის ტემბრით. მისი კინოკარიერა დაიწყო 1958 წლიდან. შეასრულა უამრავი როლი კინოსა თუ თეატრში, 25-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. ყველას კარგად გვახსოვს ფილმები: "თოჯინები იცინიან" – სევერიანის როლში, "ქვევრი" – მილიციის განყოფილების უფროსი, სამჭკუაშვილი, "ყვარყვარე" – საცოდავი კაკუტას როლში, "ნატვრის ხე" – სამშობლოს ბედით შეწუხებული ბუნბულა, რომელიც ცდილობს ახალგაზრდა თაობას ჩაუნერგოს საქართველოს სიყვარული და მისი მონოლოგიდან უდიდესი ოსტატობით შესრულებული ერთ-ერთი პატრიოტული ფრაზა: "აღსდექ, საქართველო!!!", ან კიდევ: "ერის დაცემა იწყება იქ, სადაც თავდება წარსულის ხსოვნა". დამეთანხმებით ალბათ, რომ გენიალური სიტყვებია! "ვერის უბნის მელოდიები" – აღა გეურქოვი, "ლონდრე" – მღვდლის როლში.
დფსფსდფსდფსდ
კიდევ უამრავი დაუვიწყარი სახე გვაჩუქა ეროსი მანჯგალაძემ თეატრალური როლების: აზდაკი ("კავკასიური ცარცის წრე"); ოიდიპოსი (სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე") და ა.შ.
დფსფსდფსდფსდ
ტელესპექტაკლების: "უჩინმაჩინის ქუიდი"-ს, "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და "პეპო"-ს საშუალებით.
დფსფსდფსდფსდ
ამბობენ: ეროსი მანჯგალაძე პუბლიკაზე კი არ თამაშობდა, თავად პუბლიკის ჩართვა უყვარდა თამაშშიო.
დფსფსდფსდფსდ
მას მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, 1961 წელს მიანიჭეს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.
სიცოცხლის მიწურულს ეროსიმ იმ ხანად ახლად გახსნილ კინომსახიობთა თეატრში დაიწყო მუშაობა, ე.ი. თავის მასწავლებელ მიხეილ თუმანიშვილს დაუბრუნდა. იმის მიუხედავად, რომ მან მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა და შექმნა დაუვიწყარი სახეები, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ჯეროვნად მაინც ვერ შეაფასეს მსახიობის შესაძლებლობები. ამიტომ იგი ისევ თეატრს დაუბრუნდა, რომელიც კინოსა და სცენური ხელოვნების სინთეზზე იყო აგებული.
დფსფსდფსდფსდ
1981 წელს გარდაიცვალა "დიდი ბავშვი", როგორც მას ეძახდნენ კოლეგები და მეგობრები. ეროსი მანჯგალაძის დაკრძალვა ნამდვილ სახალხო გლოვად გადაიქცა. ქუჩაში რეპროდუქტორებიდან ისმოდა ამ უდიდესი მსახიობის განუმეორებელი ხმა, ნაწყვეტები მისი შესრულებული სპექტაკლებიდან...
დსფლსდ;ფლს
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი