მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (ვიდეო)

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15.23 საათზე გადმოვიდა.

მიიჩნევა, რომ ზეციური ცეცხლის გადმოსვლა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების ჭეშმარიტებისა და მასში მადლის არსებობის უტყუარი ნიშანია.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 15.18 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.

კომენტარი