10 წლის გოგონამ შვილი გააჩინა - ორივე ბავშვი თავს კარგად გრძნობს...

კოლუმბიის ჩრდილოეთში, 10 წლის ინდური წარმოშობის გოგონამ შვილი გააჩინა. განვითარებული გართულებების გამო, მშობიარეს საკეისრი კვეთა ჩაუტარდა. ახალშობილი ჯანმრთელი დაიბადა და 2300 გ-ს იწონის.

კოლუმბიის ხელისუფლება არ აპირებს ბავშვის მამის დასჯას, რადგან ვაიუს ტომის წარმომადგენლებისთვის ნაადრევი ორსულობა და მშობიარობა ჩვეულებრივი ამბავია.

"ჩვენ ვნახეთ მსგავსი უამრავი შემთხვევა ამ ტომის გოგონებს შორის. იმ დროს, როდესაც ისინი თოჯინებით უნდა თამაშობდნენ, უკვე შვილებს ზრდიან. ეს შოკისმომგვრელია", - აცხადებს კლინიკის დირექტორი, რომელმაც გოგონა ამშობიარა.

ყველაზე ახალგაზრდა დედად მსოფლიოში ხუთი წლის პერუს ლინა მედინა ითვლება, რომელმაც ჯანმრთელი ვაჟი, საკეისრო კვეთით, 1933 წელს გააჩინა.

კომენტარი