სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნაბეღლავი“ Golden Brand-ის რჩეული ბრენდი გახდა

მარკეტინგულმა კომპანიამ Global Idea და გაზეთმა The FINANCIAL საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით Golden Brand 2013 – ის ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალს უმასპინძლა. Golden Brand 2013-ზე გამოავლინეს და დააჯილდოვეს საქართველოს ბაზარზე არსებული ყველაზე წარმატებული კომპანიები.

წელს, რიგით მე-9 ღონისძიებაზე „ნაბეღლავი“ კვლავ ექსპერტების “რჩეული“ გახდა - არაალკოჰოლურისასმელების ერთადერთი მწარმოებელიკომპანია, რომელმაც „რჩეული ბრენდის“ ტიტული მიიღო.

„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთხელ გავხდითGolden Brand-ის ჯილდოს მფლობელები მინერალური წყლის ნომინაციაში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნაბეღლავისტაბილურადინარჩუნებს პოპულარული და რჩეული ბრენდის სახელს. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ბრენდის სტაბილურობასა და სანდოობას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხითა და გამორჩეული გემოთი .დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ექსპერტებს და რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს, რომელთა მხარდაჭერა გვეხმარება ჩვენს წარმატებაში.“ - აღნიშნა „წყალი მარგებელის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ვიქტორია ჟიჟკომ.

საუკეთესო ბრენდების ყოველწლიური, რიგით მეცხრე დაჯილდოვების ცერემონიალი 29 აპრილს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. უკვე მეცხრე წელია პროექტი Global Idea, გაზეთი The FINANCIAL, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი სავაჭრო ნიშნის ცნობადობის ამაღლებასა და მის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მნისვნელოვანია, რომ წელს ბრენდების საქმიანობასა და მიღწეულ წარმატებებს ბაზარზე 200-მდე ექსპერტი აფასებდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100