ქართველმა ჰაკერებმა „ვიკიპედიაში“ მედვედევსა და პუტინს ქართულ-მეგრული „მოკითხვა“ დაუტოვეს

როგორც გახსოვთ, 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგაც, რუსმა ჰაკერებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ოფიციალურ ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა რამდენჯერმე განახორციელეს. მათ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებ-გვერდის გატეხვაც მოახერხეს, ასევე დააზიანეს რამდენიმე ქართული უწყების ვებ-გვერდი.

როგორც გაირკვა, რუს ჰაკერებს ვალში არც ევროპას მოდებული ქართველი ჰაკერები დარჩენიან. „დრონი.ჯი“-ს ხელთ ჩაუვარდა და მკითხველს სთავაზობს ინგლისურენოვან „ვიკიპედიაში“ დიმიტრი მედვედევისა და ვლადიმირ პუტინის გვერდებზე განხორციელებული შეტევის ამსახველ სქრინშოტებს. დავამატებთ, რომ რედაქციისთვის უცნობია ქართველ ჰაკერთა ვინაობა, თუმცა, ფოტოები ექსკლუზიურად „დრონი.ჯი“-სთვისაა გამოგზავნილი.

2010 წელს ჩატარებული ამ „ოპერაციის“ დროს ქართველმა ჰაკერებმა დიმიტრი მედვედევის გვერდზე ქართული წარწერა ("დრონი.ჯი"-ს ინფორმაციით, "ბაბუ" ერთ-ერთი ჰაკერის ფორუმული მეტსახელია), ხოლო ვლადიმირ პუტინის გვერდზე, მისი ფოტოს ქვეშ - ლათინური ასოებით დაწერილი მეგრული გინება დატოვეს. სავარაუდოდ, ხარვეზი იმ დღესვე აღმოიფხვრა, თუმცა, სქრინშოტი მაინც დარჩა.

რედაქციის სახელით აქვე დავამატებთ, რომ „დრონი.ჯი“-სთვის პრინციპულად მიუღებელია მსგავსი მეთოდით ბრძოლა ან პროტესტის გამოხატვა და ამ ეპიზოდის გახსენებას არა მსგავს ქმედებათა წახალისება-სტიმულირების, არამედ, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაციის ფუნქცია აქვს.

უფრო ხარისხიანად:

დიმიტრი მედვედევის გვერდი

ვლადიმირ პუტინის გვერდი


კომენტარი