სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა შემიძლია მე, როგორც ლიდერს − ქოუჩინგ სესია სამი კოენთან SOLO მომხმარებლებს

SOLO მუდმივად ცდილობს საკუთარი მომხმარებლების ინტერესების შესწავლას და შესაბამისი აქტივობების შექმნას, რომლის ფარგლებშიც SOLO One to One-ის შეხვედრების სერია გრძელდება. რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლებს მისთვის საინტერესო სხვადასხვა სფეროში წარმატებულ ადამიანებთან ინდივიდუალური შეხვედრის დაგეგმვის შესაძლებლობა აქვთ. ამჯერად კი ეს LEO ინსტიტუტის დამფუძნებელი, სამი კოენია, რომელთან შეხვედრის დროსაც, SOLO მომხმარებლები შეძლებენ ისაუბრონ თემაზე − რა შემიძლია მე, როგორც ლიდერს.

1 საათიანი ქოუჩინგ სესია თქვენი, როგორც ლიდერის მიმდინარე გამოწვევების შეფასებასა და თქვენი ორგანიზაციის შესაძლებლობების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. შეხვედრის დრო ასევე დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

· ლიდერის როლი დღევანდელ ორგანიზაციაში

· ყველაზე მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც თქვენი გუნდის წევრებს უნდა ჰქონდეთ

· როგორ იქმნება ნდობაზე დაფუძნებული გუნდები და სხვა.

ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3iDSV78

აპლიკაციების განხილვა 5 სამუშაო დღის განმავლობაში მოხდება. (ადგილები შეზღუდულია) დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3JZa9Yo

სამი კოენის შესახებ:

სამმა LEO მეთოდოლოგია 1982 წელს მეუღლესთან, ქლერ ნიერთან, ერთად შექმნა და მას შემდეგ ათასობით ადამიანს გაუზიარა, თუ როგორ უნდა შეეცვალათ მენტალური მოდელები, ქცევები და სტერეოტიპების ტექნიკა, რათა შეექმნათ ჯანსაღი, პროდუქტიული პირადი ცხოვრება თუ პროფესიონალური გარემო ორგანიზაციებში.

ინფორმაციისთვის, პროექტ One to One-ის ფარგლებში, SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეხვდნენ მათთვის საინტერესო წარმატებულ ადამიანებს, მოისმინონ მათი რეკომენდაციები და განიხილონ მრავალფეროვანი საკითხები ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ფსიქოლოგია, ქოუჩინგი, გასტრონომია, ლიდერობა, კრეატიული წერა, მოდა, მუსიკა, თანამედროვე ხელოვნება და სხვა. პროექტში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ SOLO მომხმარებელს შეუძლია. დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ შეავსოთ განაცხადი და თქვენთვის სასურველ დროს, სასურველი მიმართულების პროფესიონალთან დაჯავშნოთ შეხვედრა როგორც online ისე offline ფორმატით.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3BKwTXr

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100