გლოვობს შენი საკლასო ოთახი, ყველა და ყველაფერი გგლოვობს ნინი... - მე-12 კლასელი ნინი კიწმარეიშვილი გარდაიცვალა

ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა გარდაცვლილ მოსწავლეს გლოვობს.
"ნინი კიწმარეიშვილი... უკვე მძიმე სევდად დააწვება, ნინი, შენი სახელის ხსენება შენს თანაკლასელებს, აღმზრდელ მასწავლებლებს და ყველას, ვინც შენ გიცნობდა.
მძიმეა, ნინი, შენზე წარსულში საუბარი. თორმეტი წლის ურთიერთობა მცირე დრო არ არის. სიხარულით მოველოდით შენს სტუდენტობას, მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ გამოცდების წარმატებით ჩაბარება მოასწარი.
ულმობელმა სენმა სულ რაღაც ოთხ თვეში ჩააქრო შენს სახეზე ღიმილის სხივი, არ დაგაცალა შენი ოცნებების ასრულება, არ დაგატკბო სტუდენტობის ბედნიერი წლებით, შეწყვიტა შენი სიცოცხლე და მწარედ აგვატირა.
გგლოვობს, ნინი, შენი მშობლიური ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა, გლოვობს შენი საკლასო ოთახი, ყველა და ყველაფერი გგლოვობს ნინი, ჩვენი სათნო ნაზღიმილიანო, თბილო გოგო.
გვენანები მიწისთვის, მაგრამ მიწაა, ბოლოსდაბოლოს, მოკვდავთა ძვალთშესალაგი
მსუბუქი იყოს შენს სათუთ გულზე დაყრილი მშობლიური ქალაქის მიწა, სულს კი ზეცაში დაუმკვიდროს უფალმა სამუდამო განსასვენებელი
ნინი... ნინი... ნინი... ჩვენო დიდო ტკივილო!!!" - წერია სკოლის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

კომენტარი