„მეც მკვდარი ვარ ნიკოსთან ერთად…“ – მეგობრების სულისშემძვრელი პოსტები სასტიკად მოკლულ 22 წლის ნიკო კვარაცხელიაზე

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. ახალგაზრდა ბიჭს ვერაზე უცნობმა პიროვნებამ 8 ტყვია ესროლა.

მომხდარს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრები ეხმაურებიან:

ნინო ზამბახიძე:

„ნიკო 2019 წელს გავიცანი როცა ევროპული განათლება მიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა. მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი ბოლოს მაინც სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებ-თქო. დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ნიკო მოკლეს, 8 ტყვია დააცალეს! ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს“

ხა­თუ­ნა მაღ­ლა­კე­ლი­ძე:

„1999 წელი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ი­ბა­და ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო…
გუ­შინ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ჩა­მი­ცხრი­ლეს ნიკო! ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი იმე­დი… რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი ამას, იცი­ნო­და, – გა­ჩერ­დიო… 22 წლის ნიკო აღარ გვყავს… მარ­ტო ჩვენ არა, მსოფ­ლი­ომ და­კარ­გა უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი! გამ­თე­ნი­ი­სას გარ­და­იც­ვა­ლა 9 ტყვი­ით! რა გი­თხრათ, მე მკვდა­რი ვარ ნი­კოს­თან ერ­თად და არ ვიცი ამ დამ­პალ ქვე­ყა­ნას რო­გორ ვან­დო ჩემი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა!! ან თქვენ რო­გორ უნდა იყოთ მშვი­დად აქ, არ მეს­მის!!!“

პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარი