ამ ბრჭყვიალა გოგოს იცით მაისურზე რა აწერია?... ხოდა ვერ დარჩა ჩვენთან - ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს

კორონავირუსით გარდაცვლილი 8 თვის ორსული ექიმი-რადიოლოგი ნინო ნაცვლიშვილია. მას ვირუსი ორსულობისას დაუდასტურდა.

საკეისროთი კვეთის შემდეგ ახალგაზრდა რეანიმაციაში გადაიყვანეს. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

გარდაცვლილს ახალშობილი და კიდევ 2 წლის შვილი დარჩა.

"ალბათ ყველაზე მძიმე პოსტს ვწერ ისეთს გული რომ უნდა გაგეგლიჯოს საღად მოაზროვნეს და დაგაფიქროს საერთოდ სად ვართ რატომ ვართ და როგორ უნდა გადავრჩეთ! ამ ბრჭყვიალა გოგოს იცით მაისურზე რა აწერია? აქ ვარ იმისთვის რომ დავრჩე! ხოდა ვერ დარჩა ჩვენთან ვერ კოვიდმა წაგვართვა ასეთი ახალგაზრდა ექიმი ნინო ნაცვლიშვილი.

მის ოჯახს რა სიტყვები უშველის არ ვიცი!" - წერენ სოციალურ ქსელში.


კომენტარი