სახლში არავინ იყო, კანფეტი მომცა, ხელით შეხება დამიწყო - 44 წლის კაცმა სექსუალურად 6 წლის ბავშვზე იძალადა

საინფორმაციო პლატფორმა “დამიცავი, პატარა ვარ” პედოფილიის მორიგ მძიმე ისტორიას აქვეყნებს, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მომხდარზე თავად საუბრობს.

30 წლით უფროსი მამაკაცი არასრულწლოვანს კანფეტს სთავაზობს და ტკბილეულით მოტყუებული ბავშვი პედოფილის ძალადობის ქვეშ ექცევა… ახლა კი დუმილს არღვევს…

“ახლა 20 წლის ვარ და 14 წლის წინ მომხდარი ამბავი გამახსენდა…

სოფელში გავიზარდე, უსახსრო ოჯახში, სადაც კანფეტი ფუფუნება იყო. ჩვენ გვერდით ცხოვრობდა კაცი, დაახლოებით 44 წლამდე.

ერთხელ, როცა სათამაშოდ მივდიოდი, მან გზაზე გამოიარა და მკითხა, რას აკეთებ, კანფეტი არ გინდაო? როგორც აღვნიშნე, კანფეტი რაღაც ბავშვური სურვილი იყო ჩემი. ამიტომ გავყევი (იმედია, არ გავიკიცხები ამის გამო).

სახლში არავინ იყო ოთახში შემიყვანა. საწოლზე დამსვა და მითხრა, მალე მოვიდოდა.

2 წუთის შემდეგ კანფეტით ხელში შემოვიდა და მომცა, მაგრამ გვერდით მომიჯდა და სხვადასხვა ადგილებზე ხელით შეხება დამიწყო.

ალბათ მივხვდი, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა. ვიყვირე, მაგრამ უშედეგოდ…

ტკივილი, გაღვიძება და ისევ ტკივილი შეშინებული და ატირებული მე, კმაყოფილი ის და გრძნობა, რომ რაღაც საშინელი ჩავიდინე…

აქამდე ეს არავისთვის მითქვამს, გარდა ჩემი საუკეთესო მეგობრისა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ცდილობს, ეს საშინელი ფრაგმენტი დავივიწყო, მაინც არ ამოდის ტვინიდან…” – წერს ფლატფორმა.

კომენტარი