არ დავასაფლავებ! – სენაკში 2 კვირის წინ გარდაცვლილი ქალის შვილი მიმართვას ავრცელებს

გარდაცვლილ ქალს, ინეზა გოგიას ოჯახი უკვე მე-15 დღეა არ ასაფლავებს. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ისინი ექიმებს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ.

შვილის რამაზ გოგიას თქმით, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, დედას არ დაასაფლავებს.

მის მოთხოვნებს უცვლელად გთავაზობთ:

„1. ამოღებილი იქნას დედის, ინეზა ალანიას მობილური ტელეფონი მარკით Samsung A10 და გადამოწმდეს 8 მაისიდან 12 მაისამდე აუდი და ვიდეო, ასევე სატელეფონო ზარები და გადმოცემული იქნას ყოველი ნივთ მტკიცებები დაზარალებული ოჯახის წევრებზე – შვილებზე რამაზი გოგია და ირმა გოგიაზე.

2. ამოღებული იქნას სენამედის კოვიდ საავადმყოფოში ვიდეო თვალით ჩანაწერები, სადაც ასახული იქნება, როგორც გარედ ხედვის კამერაში მოთავსებული სასწრაფოს მანქანა, რომელშიც იმყოფებოდა აწ გარდაცვლილი დედა ინეზა გოგია და არასრულწლოვანი დისშვილი გიორგი არეშიძე. ასევე ამოღებული იქნას შიდა თვალის კამერა, სადაც ასახული იქნება კოვიდ ტესტის პასუხი, რომელიც ჩაატარა პაატა ჯიქიძემ.

3. ამოღებული იქნას გარე ვიდეო თვალი, სადაც ასახული იქნება სასწრაფო მანქანის დაძვრა სენამედიდან აბაშის მიმართულებით.

4. ასევე ამოღებული იქნას ქუჯის რესტორნის და ბენზინ გასამართ სადგურის ჩათვლით ყველა კამერის ჩანაწერები, რადგანაც საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ჩემი დის შვილის მანქანაში ჩაჯდომის დროს, რაც დაფიქსირდა სენამედის გარე კამერებით ინფორმაცია იქნა მიწოდებული სასწრაფოს მძღოლზე, ან თანამშრობლებზე კერძოდ, დავალება იქნა მიცემული აღნიშნული სასწრაფოს მანქანის მძღოლზე ან ეკიპაჟზე გუგუნავაზე და ახალაიზე რითაც დასტურდება ორგანიზებული დანაშაული.

5. ასევე გადამოწმებული იქნას აბაშის კოვიდ კლინიკის ვიდეო აუდიო ჩანაწერები რა დროსაც დედა ინეზა გოგია შევიდა აღნიშნულ საავადმყოფოში კერძოდ 9 მაისს. ვითხოვ აღნიშნულ საავადმყოფოში 9 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით ამოღებული იქნას, როგორც შიდა ისე გარე ვიდეო თვალის ამონაწერები.

6. ასევე ვითხოვ 11 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით ამოღებული იქნას ქუთაისის ჩხობაძის 16-ში მდებარე კოვიდ კლინიკის, როგორც გარე ისე შიდა კამერების ჩანაწერები, რადგანაც ოჯახის წევრებმა არ ვიცით, დედა ინეზა გოგია, რომელ დღეს გარდაიცვალა, ასევე ეჭვი მაქვს, რომ ექიმები ექცეოდნენ არადაამიანურად.

7. სასწრაფოს ექთან ექიმების კერძოდ, ფიქრია ახალაიასი სატელეფონო ჩანაწერების ამოღება ჩვენს მიერ სასწრაფოს გამოძახების პირველივე წუთიდან, თუ ვის დაუკავშირდა ვისგან მიიღო დირექტივები.

8. ამოღებული იქნას, ასევე სასწრაფოს ექიმი გუგუნავას სატელეფონო ზარები 9 მაისის სასწრაფოს გამოძახებიდან 2 საათის მანძილზე, ასევე სასწრაფოს მძღოლის გამოძახებიდან 2 საათის მანძილზე, ასევე ამოღებული იქნას ექიმის პაატა ჯიქიძის სატელეფონო ჩანაწერების ამოღება 9 მაისის სასწრაფოს გამოძახებიდან 16 მაისამდე.

9. ასევე ამოღებული იქნას აბაშის კოვიდ კლინიკის დირექტორის სოსოს სატელეფონო ზარები 9 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით.

10. ამოღებული იქნას ქუთაისის კოვიდ კლინიკის თანამშრომლების ის ზარები, რომლითაც ჩვენ ოჯახის წევრები ვუკავშირდებოდით ექიმებს და ექთნებს, სადაც ასახული არის ექიმების მიერ, ჩვენს მიმართ შემდეგი სიტყვები…

„დედაშენი ისეთი ჯანმრთელია კოვიდ კლინიკაში ეგეთი ჯანმრთელი ადამიანი ჯერ არ შემოსულა“. კერძოდ ტრომბო, რაღაც ნემს რომ უკეთებდნენ წნევა იწევს ხოლო დაწევის შემთხვევაში, შეგვყავს შესაბამისი წამალი რათა დარეგულირდეს წნევა, ხოლო დედაშენის შემთხვევაში წნევის დამწევ არანაირ საშუალებას არ ვხმარობთ, რადგანაც ისეთი ჯანმრთელია, ორგანიზმი თავისით არეგულირებს წნევას. ასევე მოხდა მეორე შემთხვევა, ნარკოზიდან გამოსული არ არის დედაშენი ისეთი ძლიერია და ჯანმრთელი სახიდან იგლიჯავს სასუნთქ საშუალებას და ცდილობს გაქცევას. ვერ ვგებულობ ყოველივეს რატომ აკეთებს. სხვა ავადმყოფები ნარკოზიდან, რომ გამოდიან ნახევარი საათიდან ერთ საათამდე გვიწევს დაცდა, რომ გონს მოვიდნენ.

11. აბაშის კოვიდ კლინიკაში ასევე გადამოწმდეს გარე ჩანაწერები და შიდა ჩანაწერები ასევე გარე გზის ჩანაწერები, რათა დადგინდეს იმ ავტომობილის მძღოლის ვინაობა რომელიც იდგა ეზოში და საუბრობდა ტელეფონით,“ – რამაზ გოგია.

მისივე თქმით, ისე ასევე ითხოვს საქმე ორგანიზებული დანაშაულის მკვლელობის მუხლით აღიძრას.

„ვითხოვ დედის ინეზა გოგიას მიმართ ჩატარდეს ექსპერტიზა, თუ რამ გამოიწვია სიკვდილი. დადგინდეს რა ნემსი იქნა გაკეთებული მარჯვენა მკლავზე, ასევე დადგინდეს დედა მიბმული იყო თუ არა საწოლზე, რომელი კვალიც ორივე მაჯის ზედა მხარეს ეტყობა. ასევე აღებული იქნას ყველა შინაგანი ორგანოების სინჯი, ასევე როგორც სხეულის არეში, ისე თავის არეში, ხოლო აღნიშნული სხეულის ნაწილები ხუთ ეგზეპლარად იყოს დანაწილებული და დალუქული შესაბამის ჭურჭელში და გადმოეცეს დაზარალებულ ოჯახის წევრებს შვილებს – რამაზი გოგია და ირმა გოგიას. თუ არ იქნა შესაბამისი ორგანოების მიერ დაკმაყოფილებული შვილების მოთხოვნა დედას არ დავასაფლავებთ,“- წერს რამაზ გოგია.

კომენტარი