სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით!

Samsung-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში მოგიწოდებთ შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, რადგან მისი შეძენისას თქვენ ყიდულობთ გარანტირებულად ახალ და ორიგინალ პროდუქტს.სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური მოწყობილობების მაღაზიები – ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, მაგთი და ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

სამსუნგი სმარტფონებითა და სმარტ მოწყობილობებითმსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს ამარაგებს, სადაც განსხვავებული ელექტრონული და მობილური ქსელი თუსტანდარტებია. თუმცა, საქართველოში Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამიანი სმარტფონები ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის,ერძოდ კი შემოწმებულია და სრულად თავსებადია საქართველოში არსებული მობილური ოპერატორების ქსელებთან.თქვენ აღარ დაგჭირდებათ გაურკვეველი წარმომავლობის დამტენების ან გადამყვანების შეძენა სმარტფონის დასამუხტად. ასევე, არ მოგიწევთ სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი აპლიკაციებისგან შიდა მეხსიერების გასუფთავება. თქვენ დარწმუნებულები იქნებით, რომ შეიძინეთ ორიგინალი პროდუქტი, გაქვთ სამსუნგის ოფიციალური სერვისცენტრის გარანტია, სარგებლობთ ექსკლუზიური პირობებითა და აქციებით, რომლითაც სამსუნგი საკუთარ მომხმარებელს ხშირად ანებივრებს.

ამგვარად ჰოლოგრამა სულაც არ არის ყუთზე დატანილი უბრალო სტიკერი, ის დაცვის უტყუარი მექანიზმია, რომელიც მომხმარებლის ინტერესებს იცავს და უზრუნველყოფს ოფიციალური სამსუნგის უპირატესობებით სარგებლობის შესაძლებლობას.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100