ახალგაზრდები ტელეკომპანია "კავკასიის" წინააღმდეგ

ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული რვა ახალგაზრდის მხარდასაჭერი საპროტესტო მსვლელობა ქაშუეთის ეკლესიიდან დაიწყო და საპატრიარქოსთან დასრულდა.

ახალგაზრდები საპატრიარქოს მიმართულებით ფეხით გაემართნენ და პატრიარქის სახელზე მიმართვის ტექსტი დატოვეს, სადაც უწმინდესს დაკავებული ახალგაზრდის გათავისუფლების საქმეში დახმარება სთხოვეს.

აღნიშნულ აქციაში მონაწილეობდნენ: "ერეკლე II-ის საზოგადოება", "ევრაზიის ინსტიტუტი" და ერთიანი ახალგაზრდული მოძრაობა "წინ".

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი საპროტესტო მსვლელობის მიზანია "კავკასიის" პროვოკაციული ქმედებების საზოგადოებისთვის შეხსენება და იმ ახალგაზრდების გათავისუფლება, რომლებმაც მაცხოვრისა და ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ვერ მოითმინეს.

აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები, რომლებსაც ეწერა
– "თავისუფლება ქრისტიანებსა და ზნეობის დამცველებს", "კავკასია

– შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილება".
ახალგაზრდებს ასევე ჰქონდათ დავით აქუბარდიასა და ნინო ჯანგირაშვილის ფოტოები წარწერით: "ჟურნალისტიკის სირცხვილი."

აღნიშნული რვა ახალგაზრდა "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტის დროს, 7 მაისს დააკავეს და დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.


კომენტარი