ორთვიანი კომის შემდეგ, 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა

ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში ორ­თვი­ა­ნი კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შემ­დეგ 23 წლის სა­ლო­მე გვა­სა­ლია გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­ლო­მე გვა­სა­ლი­ას ახ­ლობ­ლე­ბი კლი­ნი­კას­თან შეიკრიბნენ, ისი­ნი და­უ­დევ­რო­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ და ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბას მო­ი­თხო­ვენ. მათი თქმით, ოპე­რა­ცია არას­წო­რად გა­კეთ­და.

გარდაცვლილი გოგონას ოჯა­ხი მომ­ხდარ­ში ექიმს ადა­ნა­შა­უ­ლებს და მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ჩე­რე­ბას მო­ი­თხო­ვს. ამასთან, ოჯა­ხის წევ­რე­ბი საქ­მე­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტის ჩარ­თვას მო­ი­თხო­ვენ და დახ­მა­რე­ბის­თვის პრე­მი­ერ - მი­ნისტრს მი­მარ­თა­ვენ.

ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის იუ­რის­ტის თქმით, მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა. საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო და ამის მი­ხედ­ვით დად­გინ­დე­ბა, ად­გი­ლი ჰქონ­და თუ არა და­უ­დევ­რო­ბას.

23 წლის სალომე გვასალია ორი თვის წინ, სენაკში, ბებიასთან სტუმრობის დროს ხიდან ჩამოვარდა. ის მრავლობითი მოტეხილობებით სენაკის კლინიკიდან ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით ახალგაზრდა კონტაქტური იყო და ექიმებმა ოპერაციის სასწრაფოდ ჩატარება საჭიროდ არ ჩათვალეს. მას შემდეგ რაც სალომეს ოპერაცია ჩაუტარდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის ამ დრომდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კომენტარი