3 წლის გოგონა მშობლებს მანქანაში დარჩათ და გარდაიცვალა - დედ-მამა სახლში Netflix-ის სერიალ Shameless უყურებდა

ავსტრალიაში წყვილი მკვლელობაში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც 3 წლის გოგონა მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ New York Post წერს.

საზარელი შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც წყვილი სახლში Netflix-ის სერიალ Shameless უყურებდა. გოგონას კი ქუჩაზე მზეზე მყოფ მანქანაში ეძინა. პოლიციის თქმით, უბედური შემთხვევის დროს ქვეყანაში ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო, ხოლო მანქანაში 90 გრადუსს აღწევდა.

წყვილმა გარდაცვლილი გოგონა უფროსი შვილების სკოლიდან გამოყვანის დროს ნახა. ბავშვმა მანქანაში, სულ მცირე, 6 საათი გაატარა. პოლიციის თქმით, გარდაცვლილი გოგონა წყვილის საერთო შვილი არ იყო.

პოლიციის განცხადებით, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით წყვილი დააკავეს, თუმცა ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათი შემდგომი სასამართლო 24 თებერვალს ჩაინიშნა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი