სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და უნდა გაიმართოს ვადამდელი არჩევნები“-ასე აფასებს 2020 წლის არჩევნების შედეგებს „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა მიქაუტაძე.

როგორც მიქაუტაძემ განაცხადა „ლელო“ არ აპირებს შეეგუოს არსებულ შედეგებს რადგან პროცესი საკმაოდ შორს იყო სტანდარტებისგან.

„„ის ფარსი რომელიც ვნახეთ 31 ოქტომბერს არ ერქვა არჩევნები და არ ვაპირებთ შედეგის აღიარებას, არ აქვს მნიშვნელობა ვის რამდენი პროცენტი აქვს. „ქართულ ოცნებას“ არავითარი მხარდაჭერა არ აქვს მოსახლეობისგან და მიმართეს გაყალბებას. ამის დასტურია ისიც რომ არცერთ დებატში მონაწილეობას არ იღებდნენ. მათი ერთადერთი მიღწევა გაყალბებაა, რასაც აქტიურად აკეთებდნენ, ხალხის დაშინებითა და მოსყიდვით. ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და უნდა გაიმართოს ვადამდელი არჩევნები,“ - გიგლა მიქაუტაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100