დადასტურდა რომ ეს არის ფარული პოლიტიკა „დარჩი სახლში" რომელიც მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს - ვატო სურგულაძე

„ლელოს“ ინფორმაცია კიდევ ერთხელ დადასტურდა - დამტკიცებულია განკარგულება, რომლის თანახმადაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის თვითიზოლაციაში

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის მიერ ბრიფინგზე გახმაურებული თემა, რომლითაც პარტია მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ მთავრობა ფარულ პოლიტიკას „დარჩი სახლში“-ს ეწევა, დღეს უკვე დაადასტურეს განკარგულების სახით.

კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დამტკიცებულია განკარგულება, რომლის თანახმადაც ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადადის თვითიზოლაციაში. გამყრელიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებულთან კონტაქტის მქონე პირებმა არანაირი სიმპტომები არ გამოავლინეს, 12 დღის შემდეგ ისინი ასევე ტესტირების გარეშე თავისუფლდებიან იზოლაციისგან.

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის ვატო სურგულაძის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღეს, არის ფარული პოლიტიკა „დარჩი სახლში“-ს განმეორება. რაც მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს და ამაზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა სახელწიფო არ იღებს.
მისივე თქმით, ხელისუფლებას კოვიდთან ბრძოლისთვის გარკვეული სტრატეგია აგვისტოშიც ჰქონდა, თუმცა მას ვერ ახორციელებენ.

„ყველა ადამიანს ვისაც ექნება კონტაქტი კოვიდვისურიანი ყველანაირი ტესტირების გარეშე უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში. რაც არის წარმოუდგენელი, რადგან 12 დღის შემდეგ ადამიანს შეუძლია ასევე ტესტირების გარეშე გავიდეს გარეთ, მაგრამ იმავე დღეს რომ ჰქონდეს ისევ ვინმე ინფიცირებულთან შეხება ისევ თვითიზოლაციაში უნდა დაბრუნდეს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ეს არის ფარული პოლიტიკა „დარჩი სახლში“-ს განმეორება. ეს კი მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკურ პარალიზებას გამოიწვევს და ამაზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა სახელწიფო არ იღებს. ყოველი გამოსვლისას ამბობენ, რომ გავაკეთებთ შევიძენთ დავატრეინინგებთ, ყველაფერს სამომავლოდ გეგმავენ და ახლა არაფერს აკეთებენ,“-აცხადებს ვატო სურგულაძე.

კომენტარი