სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სმარტი“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტების ქსელის განვითარებას განაგრძობს

„სმარტი“ ახალი ფორმატის სუპერმარკეტები ქსელის განვითარებას განაგრძობს და თბილისში, ჰეიდარ ალიევის სახელობის მარჯვენა სანაპირო N13-ში მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე ახალ სუპერმარკეტს ხსნის. ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ „სმარტი“ აქტიურად ავითარებს ქსელს „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში და მომავალი 3 წლის მანძილზე „ვისოლის“ ქსელს „სმარტის“ 50-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად, „სმარტის“ ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს.


„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ უახლოეს პერიოდში თბილისის გარდა, Smart Pay ფორმატის ობიექტებს რუსთავში, ბორჯომში, გურჯაანში გახსნის და მომხმარებლებს მგზავრობისთვის უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის. Smart Pay ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელი საწვავის შეკვეთასა და მისი ღირებულების გადახდას „სმარტში“ სასურველი პროდუქტების შეძენასთან ერთად ახერხებს ორმაგი დატვირთვის გარეშე. Smart Pay ავტოგასამართ სადგურებზე მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებზე მნიშვნელოვნად შეღავათიანი ფასიც ელის, რაც Smart Pay-ს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. ახალი ფორმატის ავტოგასამართ სადგურებზე „უნიქარდით“ ქსელთან შედარებით საწვავის 15-20 თეთრი ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა იქნება, რაც დამატებითი მოტივაციაა „ვისოლის“ ერთგული მომხმარებლისთვის. ახალგახსნილ „სმარტში“ მომხმარებლებს 20 სექტემბრის ჩათვლით იტალიური ტრუჩილოს ყავის შეძენასთან ერთად „სმარტისვე“ წარმოებული პლიე ელით საჩუქრად.


ახალგაზსნილ „სმარტში“ 10 ადამიანი დასაქმდა.


„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო. ფართო ფორმატის „სმარტის“ სუპერმარკეტები, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებში იყო განთავსებული, იჯარით მსხვილ სავაჭრო კომპანიებს გადასცა და განვითარება საშუალო ფორმატის სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. ცნობისთვის, პირველი „სმარტი“ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს გაიხსნა.

დღესდღეობით „სმარტის“ უკვე 18 სუპერმარკეტია წარმოდგენილი ევროპული და ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით მთელი საქართველოს მასშტაბით. „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100