„ლელოს“ წევრის ავტომობილის დაზიანება დაშინების მცდელობა და პოლიტიკური ნიშნით დევნაა“- თორნიკე ართქმელაძე

„ლელოს“ სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელის გივი ჯულაყიძის მანქანა დააზიანეს. მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

როგორც „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე აცხადებს, „ლელოს“ წევრის ავტომობილის დაზიანება მმართველი გუნდის მიერ მისი დაშინების მცდელობაა. მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს.
„სამტრედიის ოფისის ხელმძღვანელს დილით მანქანის საქარე მინა ჩამსხვრეული დახვდა. ადგილზე მისულებმა გამოვიძახეთ საპატრულო ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები. ვიყავით დაკითხვაზე, სადაც ჯულაყიძემ მისცა ჩვენება და ახლა ველოდებით გამოძიების დასრულებას. ამ ყველაფერს ვუკავშირებთ პოლიტიკურ საქმიანობას და არის დაშინების მცდელობა. დროა, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს მსგავსი ხერხებით ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა“- აცხადებს თორნიკე ართქმელაძე.

კომენტარი