კორონავირუსი დაამარცხა, უკვე საავადმყოფოდან გამოსაწერად ემზადებოდა და უცებ გარდაიცვალა

რუსეთში, ტულას რეგიონში, 2 დღის წინ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტის გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
გარდაცვლილი 93 წლის ქალია. საავადმყოფოში მან გაიარა ინტენსიური თერაპია, გადაიტანა კორონავირუსის ინფექცია და უკვე ემზადებოდა გამოწერისთვის. მისი გარდაცვალების წინა დღეს, ქალის კოროვირვირუსზე გაკეთებული განმეორებითი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
წინასწარი ვარაუდით, გარდაცვალების მიზეზი შეიძლება ქრონიკული სისხლძარღვთა დაავადება იყოს.



უცხოეთიდან თარგმნა: ტაისია ამაშუკელმა

კომენტარი