თოვლი, ქარბუქი, შტორმი და ზვავსაშიშროება - დღეიდან მთელ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

დღეიდან თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება. ზღვაზე უკვე შტორმია - მაღალ მთაში ძლიერ თოვლსა და ქარბუქს ელოდებიან.

სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა საავტომობილო გზებზე. სინოპტიკოსების ინფორმაციით, 24 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში) შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი,ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. 25-26 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -3 -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს.

კომენტარი