სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხევსურეთში, სოფელ ხონეში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან

ხევსურეთში, სოფელ ხონეში მეორე დღეა ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ალპურ ზონაში ცეცხლი ბალახს უკიდია და ამის გამო ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება.

„ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არაა. ახლოს არც ტყეა. ადგილზე ვართ და ვმუშაობთ. მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები“ - აღნიშნავენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები, სატყეო რეინჯერები, სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები და ადგილობრივები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100