სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. დაკავებულები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის სახლს, იქ მობილიზებული არიან სამართალდამცავები. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შენობაში შესვლა მოახერხეს.

შეგახსენებთ, დილიდან აჭარის მთავრობის სახლში თანამშრომლები ვერ შედიოდნენ, რადგან აქციის მონაწილეებს შენობის შესასვლელი პიკეტირებული ჰქონდათ.

აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100