კინოთეატრ "ამირანში" კინოლოგები და გამნაღმველები მივიდნენ

კინოთეატრ "ამირანში", სადაც დღეს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა უნდა გაიმართოს, რომელსაც ექსტრემისტული ჯგუფები ჩაშლით ემუქრებიან, კინოლოგები და გამნაღმველები მივიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტერიტორია კონოლოგებმა პრევენციის მიზნით შეამოწმეს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვერსია, რომ ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით, აქციის ორგანიზატორები 112-ში დარეკავდნენ და კინოთეატრში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადებდნენ.

ამ დროისთვის კინოლოგებმა და გამნაღმველებმა "ამირანში" მუშაობა უკვე დაასრულეს.

კომენტარი