7 წლის გოგონას ბებიის თვალწინ იტაცებდნენ - კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეების მშობლები პანიკაში არიან

7 წლის გოგონას ბებიის თვალწინ იტაცებდნენ. შემთხვევა გასულ კვირას, ოთხშაბათს მოხდა, როდესაც სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის გატაცება, შუახნის მამაკაცმა მიწისქვეშა გადასასვლელიდან სცადა. საბედისწერო მომენტში, როდესაც მამაკაცმა არასრულწლოვანის მოტყუებით წაყვანას ცდილობდა, ვერ დაინახა, რომ ბავშვი ბებიასთან ერთად იყო. უცნობის საეჭვო ქცევის გამო ბებიამ ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. სავარაუდო დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

ტელეკომპანია "მთავარის" ცნობით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა როდესაც ქალაქის ცენტრში მდებარე სკოლის მოსწავლეებმა უცნობი მამაკაცის საეჭვო ქცევა შეამჩნიეს. დამნაშავე ამ დრომდე არ არის დაკავებული.

კომენტარს არ აკეთებს პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი, თუმცა მომხდარს ადასტურებს პედაგოგი, რომელმაც მშობლები მოსალოდნელ საფრთხეზე გააფრთხილა. ირმა კალმახელიძის თქმით, ოთხშაბათს მომხდარი ინცინდენტის შემდეგ ყველა მშობელს შვილები განსაკუთრებულ კონტროლზე ჰყავს.

„ამ ფაქტის შესახებ გავიგე ერთ-ერთი მშობლისგან. ბავშვს უცნობი პიროვნება მოეფერა. ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ ყველა მშობელს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ“, - აცხადებს ირმა კალმახელიძე.

კომენტარი