ჭავჭავაძის გამზირზე განახლებულ გაზსადენზე გადართვითი სამუშაოები დასრულებულია

კომპანიათბილისი ენერჯიმ" ვაკის რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 2 კილომეტრის სიგრძის ძველი და ამორტიზირებული გაზსადენი სრულად განაახლა.

მილსადენი რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ემსახურებოდა ვაკის რაიონს და რომელზეც აარემონტო სამუშაოები ათწლეულების განმავლობში არ ჩატარებულა, სრულად შეიცვალა ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. სამუშაოების შედეგად საგრძნობლად გაუმჯობესდება ვაკის რაიონის გაზმომარაგება.

კომპანიათბილისი ენერჯისერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა. „თბილისი ენერჯიგაფრთხილებთ - სახლიდან გასვლისას შეამოწმეთ გაზის დანადგარები. არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. ხშირად გაანიავეთ ფართი, განსაკუთრებით, ცივი ამინდების დროს.

გახსოვდეთ, არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

თბილისი ენერჯი“ - უსაფრთხო ენერგია თქვენი სახლისთვის.

კომენტარი