"20 და 24 წლის ბიჭები უნდა გავასვენოთ სახლიდან, მეორე ძმა პოლონეთიდან ჯერ არ ჩამოგვისვენებია" - დრონი.ჯი ფოთში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალებით

ფოთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ დრონი.ჯი-სთვის ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

"ერთმა ძმამ თავი 4 დღის წინ ჩამოიხრჩო ფოთში, მეორემ კი პოლონეთში სამი დღის მერე, ანუ გუშინ. დაწყვეტილები ვართ მთელი ოჯახი. 20 და 24 წლის ბიჭები უნდა გავასვენოთ სახლიდან, სულ იძახდნენ, ერთი სისხლი და ერთი ხორცი ვართო და კი წავიდნენ ერთდროულად. მეორეს ჩამოსვენება როდის მოხერხდება ჯერ არვიცით, საბუთებს აგვარებენ და რამდენიმე დღეში ჩამოვასვენებთ" - ამბობს ჩვენთან საუბარში ოჯახის ნათესავი.

შეგახსენებთ, რომ ფოთში ახალგაზრდა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო, ხოლო როდესაც ეს ამბავი მისმა ემიგრანტმა ძმამ გაიგო, ადგა და მაღალი შენობიდან გადმოხტა პოლონეთში.
გარდაცვლილები არიან გიგი და გიო გუჯაბიძეები.

რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარი