სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანდალიზმი დაკრძალვის ცერემონიალზე - ფანებმა აფრიკელი დიჯეის კუბოს თავსახური ააგლიჯეს და ცხედარს ტანსაცმელი შემოახიეს

კოტ-დიუვარში (დასავლეთ-აფრიკა) დიჯეი არაფატის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა - ფანებმა კუბოს თავსახური ააგლიჯეს და ცხედარს ტანსაცმელი შემოახიეს. ეს ყოველივე იმის გამო მოხდა, რომ მათ არ სურდათ დაეჯერებინათ საკუთარი კუმირის სიკვდილი და მკერდზე გაკეთებული ტატუს ნახვა სურდათ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ კუბოში მუსიკოსის ორეული არ ესვენა.

33 წლის დიჯეი 12 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა. სამოქალაქო პანაშვიდი მუსიკოსის ფანატებისთვის დიდ სტადიონზე გაიმართა, სადაც დიდ ეკრანზე უჩვენებდნენ სამძიმრის კადრებს. როგორც ჩანს, დიჯეი არაფატის ფანებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ აფრიკელი მუსიკოსი ცოცხალი, ხოლო სიკვდილის სცენა გათამაშებული იყო. ამიტომ, ისინი შეიჭრნენ დაკრძალვის პროცესზე, რომელსაც მხოლოდ გარდაცვლილის უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ. პოლიცია იძულებული გახდა, ცრემლსადენი გაზით დაეშალა სასოწარკვეთილი ფანები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100