"ღმერთო, ეს რა საშინელი დილა გამითენდა ჩემო ძმაო, როგორ მატკინე გული" - ძნელია, ამის უცრემლოდ წაკითხვა

აი, რას წერენ ბაღდათის საშინელი ავარიის დროს გარდაცვლილი წყვილის, მარიამის და დათოს მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში. ძნელია, ამ პოსტების უცრემლოდ წაკითხვა.

"ღმერთო, ეს რა საშინელი დილა გამითენდა ჩემო ძმაო, როგორ მატკინე გული"

"ეს ის მომენტია, როდესაც ცხოვრება კარგავს ესეთი ადამიანების დაკარგვით აზრს და ანადგურებს მათ ირგვლივ ყველას და ყველაფერს რაც კია. ვერ წარმოვიდგენდი ესეთი საშინელი დღე თუ დადგებოდა ოდესმე და შენი სახით დავკარგავდი უაზროდ საუკეთესო მეგობარს, არ წარმომედგინა უბრალოდ, რთულია შენი სიკვდილის დაჯერება. პირველად განვიცადე მეგობრის დაკარგვის ეს მწარე გრძნობა. ღმერთმაც ქნას და ეს იყოს უკანასკნელი დანაკლისი. უბრალოდ არ არსებობს დათუჩას ნაირი მეორე. ის იყო გენიალური, განუმეორებელი ადამიანი, უთბილესი, უსაყვარლესი და ყველანაირად მაგარი ადამიანი, აქ სიტყვები მართლა ზედმეტია. უბრალოდ არვიცი რა ვთქვა ესეთი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ამ ქვეყნიდან. რაც შეგეხება მარიამ შენ, არ გიცნობდი, მაგრამ დათუჩა რო ბედნიერი იყო ვხვდებოდი, თუ რა თბილი და კარგი იყავი შენც და მართლა ყველა რო ბედნიერი იყო თქვენით. დიდი დანაკლისები ხართ თითოეული ჩვენთაგანის გულებში. როგორ მენანებით მე თქვენ სიკვდილისთვის. როგორ ძალიან მიყვარხარ დათუჩააა და როგორ მომენატრები...ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სულები ჩემო ტკბილო და უთბილესო მეგობრებო".

"ბაღდათის ცენტრში მომხდარ ავარიას ეს ორი ახალგაზრდა დავით ზივზივაძე და მარიამ მაჩიტიძე ემსხვერპლა.

უმძიმესი ტრაგედია მოხდა, ორი შეწყვეტილი სიცოცხლე, უფალმა დაუმკვიდროს ცათასასუფეველი. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია გთხოვთ გადადოთ ამ თვეში დაგეგმილი ყოველგვარი კულურული და გასართობი ღონისძიება!!!!"

კომენტარი