საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა დღეიდან შეწყვეტილია. შესაბამისი ბრძანებულება რუსეთის პრეზიდენტმა 22 ივნისს გასცა - ოფიციალურ მიზეზად 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების ფონზე რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დასახელდა.

თუმცა რეალურად, ამ ფორმით პუტინმა ანტიოკუპანტური ღიად დაფიქსირებისთვის საქართველოს დასჯა გადაწყვიტა.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ბრძანების გაცემამდე საქართველოში 54 ათასი რუსი ტურისტი იყო, თუმცა 4 ათას 500-მდე ტურისტმა ქვეყნიდან დაუყოვნებლივ გამგზავრებაზე უარი თქვა.

კომენტარი