ნიკა გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი კაპანაძე სისხლიანი ჯალათის მიერ დაწყებული რეპრესიების შესახებ

„20 ივნისის სისხლიანი ჟანდარმი გადადგა და პასუხისგებაში მიეცა კი არა, იქეთ დაიწყო სხვების დაჭერა ჯგუფური ძალადობისთვის.

ივანიშვილის ხელის პროკურატურა ამბოხის მუხლით იწყებს გამოძიებას და, პრაქტიკულად, სპონტანურად შეკრებილ ქართველ პატრიოტებს მეამბოხეებს უწოდებს.

მალე გავრილოვის შემოყვანა და სპიკერის სავარძელში ჩასმაც ოპოზიციას შეეტენება (აბა სხვა მოტივი ამ "ამბოხს" არ ქონია) და ეს ხუმრობად უკვე აღარ ჟღერს.

კედელთან მიმწყვდელი მდიდარი შიზოიდი უკიდურესად შეშინებულია და ძალიან სახიფათო ფაზაში შეჰყავს ქვეყანა“, - ასე ეხმაურება რუსთავი ორის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სისხლიანი ჯალათის, გიორგი გახარიას მიერ დაწყებულ რეპრესიებს.


გახარიამ, რომლის ბრძანებითაც სპეცრაზმი 20 ივნისს ხალხს თვალებს თხრიდა, ცხოველებზე განკუთვნილ ტყვიებს დამიზნებით ესროდა, ადამიანებზე ნადირობდა, გადადგომის ნაცვლად მასობრივი დაჭერები დაიწყო. შს სამინისტრომ გუშინ 4 აქტივისტი დააკავა.

შესაბამისად, აღმოჩნდა რომ ივანიშვილის რეჟიმმა რუსთაველზე მდგომი ხალხი ცინიკურად მოატყუა და ერთხელ დაკავებული და გათავისუფლებული აქტივისტები მეორედ დააპატიმრა, რაც იმას ნიშნავს რომ სამი მოთხოვნიდან ორი კვლავ შესასრულებელია (გახარიას გადადგომა და დაკავებულების გათავისუფლება).

„ხალხი თვალთხარიას გადადგომას ითხოვს და ამ ჯალათმა გადადგომის ნაცვლად რეპრესიები დაიწყო. 4 დაიჭირა და კიდევ 40-ის დაჭერას აპირებს.

ცუდად დაამთავრეს ძალიან ეს თავგაცხელებული რუსაპეტა“, - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე.


სისხლიანი ჯალათის მიერ დაწყებულ რეპრესიებს ეხმაურება ცნობილი ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანიც.
„ყველას გვახსოვს პანკისში რა უქნეს პოლიციის მანქანებს, როგორ გაუტეხეს თავი პოლიციელებს და არავინ დასჯილა.

ამ ფონზე ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავება აქციაზე პოლიციასთან ჩოჩქოლისთვის, არის ნაძირლობა და ვინც გაჰკივის „აუუუ, ნა(ჩ)იონალები მეტის ღირსები არიააან, კარგით რა ხალხო, რას უშვებოდნენ პოლი(ჩ)იაააას“ არის ამათზე მეტი ნაძირალა!

მთავრობამ რომ ამდენი გაბედა ესეც იმ რიტორიკის ბრალია, რომ ნაცები არ შეუძლიათ თურმე ვიღაცებს და სანამ გაიღვიძეთ სულთანის საემიროში, მორჩით ამ ასმაგ სტანდარტებს და დაიცავით პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები“, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.




კომენტარი