სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მესტიაში 12 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა და საკუთარი მამა იმსხვერპლა

მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის თემში 12 წლის გოგონას შემთხვევით იარაღი გაუვარდა და საკუთარი მამა იმსხვერპლა. შემთხვევა მაგთიკომის საბაზო სადგურზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამას ბავშვი მაგთიკომის საბაზო სადგურზე ჰყავდა აყვანილი, სადაც თავად მუშაობდა. იარაღი, იქ გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა, ბავშვმა აიღო და გაისროლა. ტყვია მამას თავში მოხვდა და ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილი 51 წლის დავით გაბლიანია. ის იდლიანის საშუალო სკოლაში ისტორიის პედაგოგი იყო.

ამჟამად ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომელიც მომხდარის დეტალებს აზუსტებს.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სსკ 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100