სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიდევ ერთი პროექტი „სოკარისგან“ – ევროპის საერთაშორისო ტურნირი მინი ფეხბურთში შ.შ.მ. პირებისათვის

„საქართველოს სპეციალური ოლიმპიადა“-მ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს მხარდაჭერით ჩაატარა ევროპის საერთაშორისო ტურნირი მინი ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ თანაბარი გადანაწილებით „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ თანამშრომლები და „საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის“ ათლეტების გაერთიანებული გუნდები. ტურნირში მონაწილეობდნენ 30 წლამდე სპეც. ათლეტები. თითოეული გუნდი 8 მოთამაშისგან დაკომპლექტდა. ერთსაათიანი მატჩის დასრულების შემდეგ, გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი.

ტურნირი სოციალურ დატვირთვას ატარებს და მისი მიზანი სპორტის მეშვეობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრირება. ტურნირს ორგანიზებას არასამთავრობო-არაკომერციული ორგანიზაცია „საქართველოს სპეციალური ოლიმპიადა“ უწევს. პროექტის გენერალური სპონსორი კი „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმია.“

კომპანიამ თითქმის ერთი წლის წინ საზოგადოებას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ გააცნო. მას შემდეგ, პლატფორმის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდა.

„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულება შშმ პირების მხარდაჭერაა. მათი დასაქმება და საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. „სოკარში“ ამბობენ, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს თვითრეალიზაციის ნაკლები შესაძლებლობა ეძლევათ. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, კომპანია კიდევ არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100